პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
 ,,არა ბულინგს“
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი  და გვარი

ხათუნა კავლელაშვილი
სამიზნე ჯგუფი

სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის საბაზო
საფეხურის  მოსწავლეები
პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
30 მოსწავლე
პროექტის განხორციელების ვადები
15.10.2019   -დან  15.11.2019-მდე
პროექტის მიზანი:
ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მოქალაქისთვის საჭირო
უნარ-ჩვევების  და დამოკიდებულებების
(ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა,
კონფლიქტის მართვა) განვითარებას;
შედეგები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
·         გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბულინგის
ყველა ფორმის, მათ შორის ფიზიკური, ვერბალური,
ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ბულინგის
მიმართ.

·         ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად, უსაფრთხოდ, პასუხისმგებლობით გამოყენება სამართლებრივი
·         და ეთიკური ფაქტორების გათვალისწინებით;

·         ბულინგის/კიბერუსაფრთხოების გაანალიზება,
საფრთხეების ამოცნობა და თანატოლთა დასაცავად
 რეკომენდაციების შემუშავება.

მეთოდოლოგია
მინილექცია, პრეზენტაცია,  დისკუსია, საინფორმაციო
 ბუკლეტების/პოსტერების დამზადება, თემატური
ფილმების ჩვენება .
მონიტორინგი და შეფასება
პროექტის  განხორციელებაზე  მონიტორინგი მოხდება შემდეგი
მექანიზმებით:
·         მონაცემთა შეგროვება  და ანალიზი  (კითხვარები,
შეფასების/თვითშეფასების  რუბრიკები).

დაგეგმილი აქტივობები:
Ø  საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან
Ø  და პროექტის გეგმის შედგენა

Ø  მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით

Ø  პროექტის პრეზენტაცია
პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ერთმანეთს და  წარადგენენ პროექტის პრეზენტაციას.

მოწვეული სტუმარი - ლექცია-სემინარი

მოწვეული სტუმარი (შესაბამის საკითხებზე მომუშავე
 სპეციალისტი) ჩაატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო
 ხასიათის ლექცია-სემინარს თემაზე :  ბულინგი/კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

პროექტის ბენეფიციარები მიიღებენ ინფორმაციას
 საზოგადოებაზე ისტ-ის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ.

სალექციო კურსის მოსმენის შემდეგ  კითხვა-პასუხის 
რეჟიმში  მოსწავლეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას   მოცემულ თემასთან   დაკავშირებით   (უკუკავშირი).

პოსტერების/ბუკლეტების კონკურსი თემაზე:  ,,არა ბულინგს!“

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან პოსტერებს ბულინგის ყველა ფორმის წინააღმდეგ, თემაზე ,,არა ბულინგს!“

წარდგენილ პოსტერებს/ბუკლეტებს  ჟიური შეაფასებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით  და  გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს. 


ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენება - განხილვა.  

პროექტის  ბენეფიციარები  ნახავენ  ფილმებს/ვიდეორგოლებს  საკუთარი და სხვისი უფლებების გააზრება - დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ    რეალურ  ისტორიებს  და   პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კავშირშია მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ფილმები:
·         არნე სვინგენი -,,ბალადა გატეხილ ცხვირზე“; 
·         ლორი ჰოლც ენდერსონის -  ,,ილაპარაკე“; 
·         ქეთრინ ერდსკინის - ,,ჯაფარა ,
·         პატრიკ ნესის ,,ურჩხული გიხმობს“
ჩვენების ბოლოს მოეწყობა ფილმის/ვიდეორგოლების მიმოხილვა.


Ø  დისკუსია
მოეწყობა დისკუსია  საკვანძო კითხვებზე:

·         რა უნდა გავაკეთო რომ არ გავხვდე ბულინგის  მსხვერპლი?

·         რატომ და როგორ უნდა დავიცვა ტექნოლოგიებით სარგებლობისას,
სხვებთან ონლაინ კომუნიკაციისას, უსაფრთხოების წესები და ეთიკის
ნორმები?

საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვა

თემა -   ,,არის თუ არა ჩვენს საზოგადოებაში კანონიერების კულტურა? “

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები  დაწერენ არგუმენტირებულ ესეს. 
წარდგენილ ესეებს ჟიური შეაფასებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით  და  გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს. 

ჟიური დაკომპლექტება  სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისგან.


პროექტის შეჯამება, შეფასება

Ø  ბლოგის  შექმნა 

Ø  შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება  ინფორმაციები   პროექტის  ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ( ფოტო, აუდიო/ვიდეო  მასალა , მოსწავლეთა ნახატები/ნამუშევრები და    სხვადასხვა სარეკომენდაციო  ხასიათის  ინტერნეტრესურსები).
























Комментариев нет:

Отправить комментарий